“პაპუაშვილი არის ნაძირალა ჭორიკანა, რომელიც მარგველაშვილთან ერთად ცდილობს, რომ ქვეყანა თავიდან არიოს და ააფეთქოს!“

“გიორგი პაპუაშვილი არის ნაძირალა ჭორიკანა, რომელიც მარგველაშვილთან ერთად დეტონატორის ფუნქციას ასრულებს, რომ ეს ქვეყანა თავიდან არიონ და ააფეთქონ!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება პოეტი რეზო ამაშუკელი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, სადაც გიორგი მარგველაშვილი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლაზე საუბრობდა.
რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ გიორგი პაპუაშვილი ჩუმად ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ხვდება.
მისივე თქმით, გიორგი პაპუაშვილმა უნდა დაასახელოს ის კონკრეტული მოსამართლეები, ვისზეც ზეწოლა ხორციელდება.
„კარგად ვიცი, პაპუაშვილი ჩუმად ოდესაში დაეთრევა! თუ არადა, გამოეთრიოს და უარყოს! გვაჩვენოს ერთი პაპუაშვილმა, რომელია ის მოსამართლე, ვისზეც „ზეწოლა“ მოახდინეს? გამოიყვანონ, რატომ მალავეს? სახელსა და გვარს რატომ არ ამბობენ! საქმე ის არის, რომ პაპუაშვილი არის ნაძირალა ჭორიკანა, რომელიც მარგველაშვილთან ერთად დეტონატორის ფუნქციას ასრულებს, რომ ეს ქვეანა თავიდან არიონ და ააფეთქონ! პაპუაშვილო, შენ ხარ სხვისი შვილების უბედურების ხარჯზე გასიებული ნაძირალა და იცოდე, როლანდ ბლადაძის ოჯახის გამწარება არ შეგრჩება! თუ თავის გადარჩენა გინდა, დროზე გამოეთრიე ბლადაძისათვის წართმეული სახლიდან და ოჯახს ჭერი დაუბრუნე !“ – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები ხორციელდება, რის შედეგადაც მთავარ პროკურატურაში ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოძიება რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. მთავარი პროკურატურის განცხადების თანახმად, გამოკითხულია საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე, თავმჯდომარის გარდა. გამოკითხულთაგან ყველა უარყოფს მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები