GIPA + “არს ვივენდი” – რაში იხარჯება გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ფონდის მილიონები

გაზეთი “ალია” გიორგი მარგველაშვილს, ორი კომპანიისათვის, საპრეზიდენტო ფონდიდან 879 708 ლარის უაკნონოდ გამოყოფაში ადანაშაულებს.
“საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ერთ-ერთი წარმატებული და პრესტნჟული ინსტიტუტია. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აღნიშნულ ინსტიტუტთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებს. ის გახლდათ GIPA-ს რექტორი 2000-2006 და 2010-2012 წლებში, 2006-2010 წლებსი ამავე ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი, 2011 წლის საჯარო ამონაწერის მიხედვით კი – აღმასრულებელი ხელმძღვანელი.
როგორც საპრეზიდენტო ფონდის ხარჯების მიხედვით იკვევა, გიორგი მარგველაშვილს GIPA-სთან ურთიერთობა არც პრეზიდენტობის დროს გაუწყვეტია…
1) საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 2015-2016 წლებში, საერთო ჯამში, არასამეწარმეო იურიდიული პირისთვის – “საქართველოს საზოგადოებიც საქმეთა ინსიტუტი” (GIPA), სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული აქვს 331,939 ლარი.
2)
2) საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 20 ნოემბრის განკარგულებით, პრეზიდენტის სარეზერცო ფონდიდან GIPA-ს პროექტის “სადისკუსიო კლუბის” განხორციელების მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 23 700 ლარი გამოყო.
3) საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 8 თებერვლის განკარგულებით, GIPA-ს პროექტის – კონფერენციის “საარჩევნო წელი, პროგნოზები და გამოწვევების” განხორციელების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 12 008 ლარი გამოყო.
4) საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 27 იანვრის განკარგულებით , GIPA-ს პროქეტის “სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის” განხორიელების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 296 231 ლარი გამოყო.
როგორც ოფიციალური წერილიდან ირკვევა, გიორგი მარგველაშვილმა ინსტიტუტს, რომლის რექტორის პრეზიდენტობამდე თავად იყო, საპრეზიდენტო ფონდიდან სამი პროექტის განსახორციელებლად, ჯამში, 331 939 ლარი გამოუყო.
პრეზიდენტი მარგველაშვილი და GIPA + “არს ვივენდი”
კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელმაც ყურადღება მიიქცია, გახლავთ არასამეწარმეო იურიდიული პირი “არს ვივენდი”…
“არს ვივენდის” გამგეობის წევრებს შორის, მმართველობით ორგანოში გვხვდება ნათია ჭიღვარია, რომელიც მარგველაშვილის რექტორობის პერიოდში სწორედ “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” (GIPA) გამგეობის საბჭოს მდივანი იყო. ნატია ჭიღვარია, პარალელურად, GIPA-ს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, უცხო ენების სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი და GIPA-ს სადოქტორო პროგრამის კოორდინატორია.
არასამთავრებო ორგანიზაცია “არს ვივენდის” საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2014-2016 წლებში სხვადასხვა პროქეტის განსახორციელებლად, ჯამსი, ოთხი პრიექტისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან “არს ვივენდის” ნახევარ მილიონზე მეტი 547 769 ლარი გამოეყო.
გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტად დანიშვნიდან , გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წელიწადში ორ კომპანიას , რომლიდანაც ერთ-ერთის (GIPA) რექტორი წლების განმავლობაში თავად იყო, დაფინანსების სახით, ჯამში, 879 708 ლარი გამოუყო.
ნამდვილად არ არის ურიგო თანხა, რაც ყველაზე მთავარია, ამის “გაპრავებასაც” ძალიან მარტივად შეძლებდნენ მარგველაშვილის გარემოცვაში. მეტიც, არ არის გამორიცხული, აქეთ დაგვდონ ბრალი, სიკეთეს ვაკეთებთ და რას გვერჩითო და სასამართლოშიც იჩივლონ. მერე რომელიმე მოსამართლეც ისევ მედიას გაამტყუნებს და მოკლედ, ამ ყველაფერს რომ ვუყურებთ, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – საერთოდ, არაფერი იცვლება საქართველოში, ხელისუფლებაში მოდიან მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები და მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ”, – წერს “ალია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები