გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე სარჩელს შინაარსი შეუცვალა – მერაბ ტურავას სკანდალური ინტერვიუ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა ამავე სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს სარჩელების შინაარსის შეცვლაში სდებს ბრალს. ამის შესახებ ტურავამ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ სკანდალურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ტურავამ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, სარჩელის შინაარსი, რომელიც, სავარაუდოდ, პაპუაშვილმა შეცვალა, “რუსთავი 2-სა ” და ტელეკომპანია “საქართველოს” ეხება.
„ხელთ მაქვს ორი სარჩელი. ორივეს ერთი და იგივე ნომერი – 764 აქვს მინიჭებული. პირველი ელექტრონული ფოსტით მივიღე 3 ივნისს, პარასკევს. მას მოჰყვა ინფორმაცია, რომ ამ სარჩელზე გამწესრიგებელი სხდომა ტარდებოდა ორშაბათს, 6 ივნისს. შაბათს მომივიდა იგივე ნომრით იგივე სარჩელი. თარიღად ისევ 3 ივნისი იყო მითითებული, თუმცა აღმოვაჩინე, რომ პირველი სარჩელი გვერდების რაოდენობით უფრო მცირე იყო. თანაც იქ არ იყო დაყენებული მოთხოვნა ისე, როგორც ეს საკონსიტუციო სასამართლოში შემოტანილი სარჩელების შემთხვევაში ხდება. მეორეს სამი გვერდი ჰქონდა დამატებული. ამ ვერსიაში სწორედ დამატებულ გვერდებში ცვლიდა თავის მოთხოვნას და უშვებდა კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც, მისი აზრით, იყო დარღვეული. სარჩელის დაზუსტება სრულებით განსხვავდება სარჩელის შინაარსის შეცვლისგან, თანაც მისი რეგისტრაცია სხვა ნომრით ხდება, ან ამაზე სხვა წერილობითი დეკუმენტაცია შემოდის. როდესაც სარჩელი შემოდის, ხდება მისი ფორმარული და არა შინაარსის შემოწმება. ამის შემდეგ ტარდება ის რეგისტრაციაში. უკვე დარეგისტრირებული სარჩელი შედის თავმჯდომარესთან, რომელიც მას შემდეგ კოლეგას გადასცემს. სრულიად წარმოუდგენელია, უკვე დარეგისტირებული სარჩელი ვინმემ შეცვალოს. პარასკევს შემოსული სარჩელი მივიდა პაპუაშვილთან, მან გაგზავნა კოლეგიის თავმჯდომარესთან და მერე მოხვდა ჩემთან. იგივე გზა უნდა გაევლო მეორე სარჩელსაც და თანაც არასამუშაო დღეს, შაბათს, იმ დროს, როდესაც მას თარიღად წინა დღე ჰქონდა მითითებული და თანაც შინაარსი შეცვლილი ჰქონდა.
ეს შეიძლებოდა გაეკეთებინა თავმჯდომარესაც, მოსამართლესაც და კანცელარიის დანამშრომელსაც, მაგრამ რეალურად ვინ იყო, ამის შესახებ მოკვლევა უნდა ჩატარებულიყო. მოკვლვეის ჩატარება თავმჯდომარესაც შეეძლო, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მოკვლევა არ ჩატარებულა. სხვათა შორის, მე ყველა სარჩელი მაქვს ამობეჭდილი და ახლახან, მათი თვალიერების დროს აღმოვაჩინე კიდევ ერთი, რომლისთვისაც თავის დროზე ყურადღება არ მიმიქცევია, ეს სარჩელი ეხება “რუსთავი 2- სა ” და ტელეკომპანია “საქართველოს” სარჩელს. იქაც ანალოგიური შემთხვევა იყო. მისი რეგისტრაციის ნომერი გახლდათ 681. მაშინაც, როცა თავდაპირველი ვერსია გამოიგზავნა, იყო 23 გვერდი, მერე შეიცვალა და გახდა 42 გვერდი. მაშინაც ორივეს რეგისტრაციის ერთი და იგივე ნომერი ჰქოდა. სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივი მოქალაქეების სარჩელებზე მსგავსი რამ არასდროს მომხდარა“,- განაცხადა ტურავამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები