მაია ნიკოლეიშვილი მადლობას იხდის: “C ჰეპატიტის ვირუსი აღარ მაქვს”!

„მკურნალობის ერთი თვის თავზე, C ჰეპატიტის ვირუსი აღარ მაქვს!“ – ამის შესახებ შპს “რეალექსპერტის“ ხელმძღვანელი და დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
როგორც „კვირას“ მაია ნიკოლეიშვილმა განუცხადა, მას C ჰეპატიტიტის ვირუსი 2005 წლიდან აქვს. მისი თქმით, ვირუსისგან განკურნება ამ ხელისუფლების დროს შეძლო და C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა. დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ მან მხოლოდ ერთი თვე იმკურნალა და ვირუსი დაამარცხა. მაია ნიკოლეიშვილი ყველა იმ მოქალაქეს მიმართავს, ვისაც C ჰეპატიტის ვირუსი აქვს, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით და განიკურნონ.
„ამ პოსტს სიხარულის ცრემლებით ვწერ: ღმერთო, დალოცე და გაახარე ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და შთამომავლობა! გახარებული ვარ, უზომოდ გახარებული და მადლობელი: C ჰეპატიტის ვირუსი აღარ მაქვს! ეს მკურნალობის 1 თვის თავზე! ვინ წარმოიდგენს, რა საშინელებაა, როცა ექიმი ხარ, იცი, რა ვერაგი დაავადებით ხარ დაავადებული და ისიც იცი, რა საშინელი და მტანჯველია ამ დაავადების ბოლო! ჩემთვის აქამდე არსებული პრეპარატებით მკურნალობა არ შეიძლებოდა და ათი წელია, ველოდი, როდის გამოიგონებდნენ პრეპარატს, რომლითაც ვიმკურნალებდი! ვიმკურნალებდი, თუ შევწვდებოდი…
ამიტომ ვლოცავ გულით და სულით ბიძინა ივანიშვილს! ეს მკურნალობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხო, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, სტატუსისა და პოლიტიკური კუთვნილებისა! ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ ძლიერ სახელმწიფოსაც კი არ აუღია თავის თავზე! დალოცე, უფალო, სიკეთის მკეთებელი და მისი მონაგარი! გმადლობთ, ბატონო ჯანდაცვის მინისტრო! გმადლობთ და გაიხარე, თამრიკო გეგეშიძე!~ – წერს მაია ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები