მარნეულში ორსული არასრულწლოვანი გააუპატიურეს – მას სასწრაფო დახმარება სჭირდება

მარნეულში 16 წლის ორსული გოგონა 47 წლის მამაკაცმა ცივი იარაღის მუქარით გააუპატიურა.
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, მოძალადე მეუღლის ნათესავი იყო. ბრალდებული დაკავებული არ არის და ოჯახს ეჭვი აქვს, რომ იგი მიიმალა და საქართველოს საზღვრები დატოვა.
ოჯახის ინფორმაციით, როდესაც ორსული გოგონა სახლში მარტო იმყოფებოდა, იგი 47 წლის მამაკაცმა ცივი იარაღის მუქარით გააუპატიურა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, არასრულწლოვანი ამჟამად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, თუმცა იმის გამო, რომ გოგონას მწირი განათლება აქვს, ის აზერბაიჯანულის გარდა, სხვა ენაზე ვერ მეტყველებს, სწორედ ამ მიზეზით კი სახელმწიფო მისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას ვერ ახერხებს.
როგორც გამოცემასთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა თამარ ლუკავამ განუცხადა, ამ ეტაპზე პროფესიონალი თარჯიმანი ვერ მოიძებნა, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზე ფსიქოლოგთან კომუნიკაციას შეძლებს.
„გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება ფსიქოლოგის დახმარება. სავარაუდო ბრალდებული დაკავებული კი არა, ბრალიც არ აქვს წარდგენილი. იგი დაკითხულია შესაბამისი ორგანოების მიერ, ოჯახის ინფორმაციით, მან აღიარა კიდეც დანაშაული, თუმცა ბრალის წარდგენა მისთვის არ მომხდარა“,- განაცხადა თამარ ლუკავამ, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები