ესპანეთში, არაგონის რეგიონში მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლმა უკვე 7 600 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა, რის გამოც ხელისუფლებამ დაახლოებით 1 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია ასობით მეხანძრე, მათ შორის ესპანეთის სამხედრო საგანგებო დანაყოფის (UME) თანამშრომლები.
საგანგებო სამსახურები სტიქიასთან ბრძოლას 15 ივლისიდან აგრძელებენ, თუმცა ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა ცეცხლის გავრცელების საფრთხეს ზრდის.
ხელისუფლებამ რეგიონში მეორე დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან ხანძარი დასახლებულ პუნქტებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ემუქრება.
