“კონცერტზე ორი, სამი ისეთი ტიპი დავინახე ბიძინას და “ქართული ოცნების” მიმართ შხამს და გესლს რომ ანთხევდნენ და ანთხევენ დღესაც”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში “ბლექ სი არენაზე” გამართული კრისტინა აგილერას კონცერტის შთაბეჭდილებზე წერს.
“სასწაულებრივად მაგარია Black Sea Arena! ნებისმიერ მაგარ ქვეყანას შეშურდებოდა ასეთი რამ. ეს ნამდვილი არენაა, თითქმის სტადიონი, მრავალფუნქციური, ტექნოლოგიურად უმაღლესი დონის, მარტივად შესასვლელი და გამოსასვლელი ყოველგვარი ჭეჭყვის გარეშე… გაშლილი, გრილი და სასიამოვნო ატმოსფერო… გრანდიოზული სცენა და რაც აშკარად ჩანდა X’ tina ს აშკარად მოსწონდა აქაურობა.
მე გულით მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს ამ დიდი საჩუქრისთვის, რაც საქართველოს გადასცა უანგაროდ და ვინც ამ სიკეთეს აფასებთ შეგიძლიათ შემომიერთდეთ..
როგორ არ ვთქვა, ორი, სამი ტიპი დავინახე მინიმუმ 5 წელია ბიძინას და ქართული ოცნების მიმართ შხამს და გესლს რომ ანთხევდნენ და ანთხევენ დღესაც…. შესანიშნავად ირგებდნენ არენასაც და ამ დიდებულ წარმოდგენას. ალალი იყოს თქვენზეც. ამ ქვეყანას ჩვენ მარტო ქართული ოცნების მომხრეებისთვის არ ვაშენებთ. იქნებ და ერთ დღეს ღმერთმა თქვენც გაგინათოთ გონება და ამოგიყვანოთ ჭაობიდან….
ჩვენ კი გავაგრძელებთ შენებას! – წერს კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები