34 წლის ქალი მეტრო „მარჯანიშვილის“ ლიანდაგებში ჩავარდა

დღეს დილით, 10 საათსა და 18 წუთზე, მეტროსადგურ „მარჯანიშვილში“, მატარებლის ლიანდაგებში 34 წლის ქალი ჩავარდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო.
„მატარებლის მემანქანემ დამუხრუჭება შეძლო. ძაბვის გამორთვის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გადარჩა. იგი კონტაქტური იყო და თავადვე შეძლო ლიანდაგებიდან ამოსვლა. ქალი მატარებლის ლიანდაგებიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს“, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
ლიანდაგებში ქალის ჩავარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მატარებლები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები