ბათუმში, შავ ზღვაში 20 წლის გოგონა დაიხრჩო

ბათუმში, შავ ზღვაში კიდევ ერთი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ზღვაში 20 წლის გოგო დაიხრჩო.
ცხედარი მაშველებმა რამდენიმეწუთიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ზღვიდან ამოყვანის შემდეგ მას პირველადი დახმარება გაეწია, თუმცა უშედეგოდ. ამ დროისათვის ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში, ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც გამორიყა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები