ირანმა საქართველოსთან, სომხეთის ტერიტორიის გავლით, გაზის ექსპორტის შესახებ საცდელი ხელშეკრულება გააფორმა

თეირანმა საქართველოსთან სომხეთის ტერიტორიის გავლით გაზის ექსპორტის შესახებ საცდელი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჟან ზანგანემ სომხეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან, ლევონ ეოლიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზანგანემ აღნიშნა, რომ სომხეთის დელეგაცია თეირანში სწორედ საქართველოს მიმართულებით გაზის ტრანსპორტირების შესაძლებლობების განსახილველად ჩავიდა. „სომხეთის არ არის მსხვილი მომხმარებელი, მაგრამ ეს ირანის გაზის ექსპორტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ სრული ურთიერთგაგება არსებობს“, -აცხადებს ზანგანე. ირანელი მინისტრის თქმით, სომხეთმა საკუთარი მოხმარებაც გაზარდა და 2018 წლის ბოლოს ერევნის მიერ შეძენილი ბუნებრივი აირის მოცულობა 3 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. დღეს ის მხოლოდ 1 მილიონი კუბური მეტრია. ირანისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხების მოსაგვარებლად სომხეთში ახალი ორგანიზაცია შეიქმნება. ის, როგორც ბუნებრივი აირის შეძენაზე, ასევე საქართველოში მის ტრანზიტზე იქნება პასუხისმგებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები