„ესეც გიორგი სამუშიას, ზაზა კვარაცხელიას და ზუგდიდის სამმართველოს სხვა პოლიციელების მიერ ნაბეგვი მე“

შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი სამუშიას პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ეხმაურება.
როგორც გაბედავა წერს, 2009 წელს მას სწორედ გიორგი სამუშია გაუსწორდა ფიზიკურად, თანმხლებ პირებთან ერთად.
„ესეც გიორგი სამუშიას, ზაზა კვარაცხელიას და ზუგდიდის სამმართველოს სხვა პოლიციელების მიერ ნაბეგვი მე. 2009 წლის 26 აგვისტო. დღემდე არ გამოძიებულა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებებიც არსებობს, მოწმეებისაც და ჩემიც, აღძრულია საქმე, მაგრამ შემოდებულია თაროზე. დღეს, სამუშიას განთავისუფლების მერე, მივხვდი, რომ ჩემს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს, ამიტომ ვიწყებ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას! პროკურატურა, გაიღვიძე“, – წერს გიორგი გაბედავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები