ვასილ მაღლაფერიძე: პრეზიდენტს არ შეეფერება მიკიბულ-მოკიბული საუბარი

ოჯახის წევრზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას სოციალური ქსელის მომხმარებლები აფასებენ.
მცხეთა-მთნიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, “პრეზიდენტს არ შეეფერება მიკიბულ-მოკიბული საუბარი”.
“რადგან დაიწყო ლაპარაკი, ვალდებულია, ღიად თქვას. ვინ ახდენდა ზეწოლას მისი ოჯახის წევრზე (თანაც სამართალდამცავების ჩართვით) და რა მიზნით?! რატომ იყო ამდენ ხანს ჩუმად?! იმის მაგივრად, რომ ფაქტი გაასაჯაროოს და დამნაშავე დააჭერინოს, პრეზიდენტი მოქალაქეებს შესჩივის, დანაშაული მოხდა, მაგრამ, თქვენ ვერ გეტყვით, ვინ ჩაიდინა და მხოლოდ პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს გავუმხელო. თუმცა, იმას აღარ ამბობს, მათ რომ გაუმხელს, მერე რა მოხდება, მხოლოდ ამ სამს შორის დარჩება ეს საქვეყნოდ გამოფენილი საიდუმლო, თუ კიდევ ვინმეს გაანდობენ?! ასეთი საუბარი დიდი ბიჭებისგან გალახულმა პატარა ბავშვებმა იცოდნენ (“ყურში გეტყვით, მასტავლებელოო!”), პრეზიდენტს კი, ასეთ შემთხვევებში სათანადო ზომების მიღება ევალება! პრეზიდენტს ხომ ჰყავს ექსპერტები და იურისტები და, აბა, გაიკითხონ ევროპაში და ამერიკაში, რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა, შემდეგ როგორ განვითარდებოდა მოვლენები?!
P.S. კონსტიტუციით პრეზიდენტი მთავარსარდალიცაა, ანუ ქვეყნის მთავარი დამცველია!”, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები