გიორგი პაპუაშვილი: პროკურატურაში მისვლას არ ვაპირებ, თუ დავინახე, რომ იქნება მზადყოფნა, შევხვდები მთავარ პროკურორს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მას მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეტყობინება ბათუმის პროკურატურისგან მიუვიდა. თუმცა, პაპუაშვილი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.
„აჭარის პროკურატურისგან მოვიდა ოფიციალური წერილი, რომ მთხოვენ მიბრძანებას. თუმცა უფრო სერიოზულად რომ შევხედოთ, ქვეყნის ინსტიტუციებზეა საუბარი, ყველამ უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია ამ ინსტიტუციის ნორმალურ მუშაობასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და მზად არის, შეხვდეს მთავარ პროკურორს, თუ მისი მხრიდან დაინტერესება იქნება. „მე არსად მისვლას არ ვაპირებ. თუ ვნახე, რომ მზადყოფნა იქნება, შევხდები მთავარ პროკურორს და მივაწვდი ინფორმაციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები