რა რჩევები მიიღო განათლების ამჟამინდელმა მინისტრმა განათლების ყოფილი მინისტრისგან?

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე, რომელიც ცოტა ხანში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციას დაიკავებს, აცხადებს, რომ მოქმედ მინისტრს 4 წლის მანძილზე დაგროვილი ინფორმაცია გადასცა და მოსაზრებებიც გაუზიარა.
როგორც სანიკიძემ გაზეთ “პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, ალექსანდრე ჯეჯელავას მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა და მიმართულება იმისა, თუ როგორ უნდა გააგრძელოს სისტემის განვითარება.
„გადაბარების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უზარმაზარი სისტემაა. ბოლო 4 წელი, შრომატევადი სამუშაოები და დინამიკური პროცესები მიმდინარეობდა, თანაც, შესაძლებლობებიდან გამომდინარე – დაჩქარებული ტემპით. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი მოზომილი დინამიკა და გაჯანსაღება სისტემას, მართლაც, სჭირდებოდა. მთელი მონდომებით შევეცადე, ეს ყველაფერი მაქსიმალურად კომპაქტურად და გასაგებად ამეხსნა სანდროსთვის, იმისთვის, რომ მისი ათვლის წერტილი უფრო მარტივი განსასაზღვრი ყოფილიყო. სანდრო არის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი და რაც მთავარია, მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა და მიმართულება იმისა, თუ როგორ უნდა გააგრძელოს სისტემის განვითარება. იმისთვის, რომ სანდროს მუშაობა უფრო მარტივად გაეგრძელებინა, მაქსიმალურად შევეცადე, დაგროვილი ინფორმაცია მისთვის გადამეცა და, რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრებაც გამეზიარებინა, როგორ ვხედავდი შემდგომში სისტემის განვითარებას“, – აცხადებს სანიკიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები