ჯანდაცვის სამინისტრო – საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და თურქმენეთის შესაბამის სამინისტროებს შორის.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი გულისხმობს, აღნიშნული მიმართულებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე – საგანმანათლებლო და სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებით, ერთობლივი პროექტების განხორციელებას. 

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში, თურქმენეთსა და საქართველოს შორის, ახალ ეტაპზე გადასული თანამშრომლობა, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს ორივე ქვეყნისთვის. 

დოკუმენტის გაფორმებამდე, მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს შეხვდა. კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს. 

თურქმენეთის დელეგაცია, პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები