მეტადონის პროგრამაში სასულიერო პირებიც არიან ჩართულები

მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიით მოქმედი სასულიერო პირებიც სარგებლობენ“, – ამის შესახებ ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს.
მისი ინფორმაციით, მეტადონის პროგრამაში სასულიერო პირების გარდა, ცნობილი მსახიობები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და ყოფილი სპორტსმენებიც არიან ჩართულნი.
„ეს პროგრამა სახელმწიფოს მხარდაჭერით მუშაობს. მეტადონის ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართულია დახლობით 3 000-მდე ადამიანი. ამის გარდა, არის სუბოქსინის ჩანაცვლებითი თერაპია, თუ არ ვცდები, 150 ადამიანი სარგებლობს ამ პროგრამით. პროგრამაში ჩართვაზე გადაწყვეტილებას იღებს საექიმო კომისია, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს, თუ პაციენტი აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი ჩართვა პროგრამაში. სოციალურად დაუცველებისთვის პროგრამა უფასოა. რაც შეეხება მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ მდგომარეობას, მიმართვის შემთხვევაში, განიხილავს ქალაქის მერია და არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი მათაც აფინანსებს. აქვე ვიტყვი, რომ მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპია უფასოა ინფიცირებული პირებისთვის“, – აცხადებს ლაშა კილაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ამავე ინტერვიუში ლაშა კილაძე იმ სასულიერო პირებზეც საუბრობს, ვინც „მეტადონის“ პროგრამით სარგებლობენ.
„თუ ეკლესია არ უკრძალავს, მაშინ აქვს უფლება მიიღოს ეს დახმარება. ისიც ხომ ჩვეულებრივი მოქალაქეა, აქ უფრო ეთიკურ კონფლიქტთან გვაქვს საქმე. ვთქვათ, როგორ ათავსებს ერთმანეთან ნარკოტიკის მოხმარებას და სასულიერო მოღვაწეობას ეკლესიაში, ეს ნარკოლოგებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს შეიძლება ეკლესიის პრობლემა გახდეს. ეს მისი დისკრეციული უფლებაა და მას შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც სახელმწიფოს და არც საზოგადოებას არ აქვს უფლება, უარი უთხრას დახმარებაზე, თუმცა, თავისთავად, მეტადონის პროგრამაში სასულიერო პირის ნახვა არ არის სასიამოვნო, მაგრამ მას ვერავინ წაართმევს ამ უფლებას“, – აცხადებს ლაშა კილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები