„იმაზე საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს, სასაცილოა“

იმაზე საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს, სასაცილოა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გაზეთ “პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს სურვილი, არაფორმალურად მართოს ქვეყანა, როცა მან საკუთარი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი.
“იმაზე საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს, სასაცილოა… რატომ ექნება მას სრულვილი, არაფორმალურად მართოს ქვეყანაში პროცესი, როცა საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი. სრულად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხედვას და, ვფიქრობ, შემდგომი რეფორმები ეკონომიკისა და განათლების სფეროში აუცილებლად წარმატებულად ჩატარდება, ასევე სწრაფი ტემპებით განვიტარდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, კიდევ უფრო გაუმჯობესდება სახელმწიფო მმართველობის რეფორმა. ჩვენ შევძლებთ მოსახლეობისთვის თავისუფლების, სწრაფი განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობიდან შემიძლია გავიხსენო მასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი – როდესაც მან, როგორც პრემიერმა სწრაფი, ინოვაციური და ეფექტური გადაწყვეტილება მიიღო სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პროგრამის დაწყების თაობაზე. ამ პროგრამამ საქართველოში სიცოცხლის შანსი დაუბრუნა ბევრ ადამიანს – ბევრ ოჯახს შეუნარჩუნა მამა, შვილი, ძმა და დედა“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები