,,ნახმარი თუ ხარ, ცნობა მომიტანე” – რა უთხრა  სევდია უგრეხელიძემ ამომრჩეველს?

თბილისის საქალაქო სასამართლო გუშინ, დოლიძის ქუჩაზე სევდია უგრეხელიძესა და დაკავებულ აკაკი ხაფავას შორის მომხდარი ინციდენტის საქმეს განიხილავს. ხაფავას ბრალად  წვრილმანი ხულიგნობა ედება.
საქმე ეხება დოლიძის ქუჩის ამომრჩევლებთან ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის სევდია უგრეხელიძის შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგრეხელიძემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა და ერთ-ერთი ადგილობრივი აკაკი ხაფავა, მის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. თავად ხაფავა აცხადებს, რომ მას შეურაცხყოფა თავად სევდია უგრეხელიძემ მიაყენა. ადვოკატის თამარ აბესაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
„ქალბატონი სევდია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდა დოლიძის მაცხოვრებლებს. აკაკი ხაფავამ პოლიტიკოსს ჰკითხა, თუ რის გაკეთებას აპირებდა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ის დაიცავდა მათ უფლებებს. ამის შემდეგ ხაფავა დაინტერესდა 9 წლის განმავლობაში რატომ არ იცავდა იმ ადამიანის უფლებებს, რომელსაც აწამებდნენ, კლავდნენ და აუპატიურებდნენ. ამის საპასუხოდ კი სევდია უგრეხელიძემ ხაფავას შემდეგი სიტყებით მიმართა – „თუ ნახმარი ხარ, მომიტანე ცნობა და დავიცავ თქვენს უფლებებს“, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა”, – აცხადებს ხაფავას ადვოკატი თამარ აბესაძე.
ადვოკატის ინფორმაციით, ხაფავა აპირებს მორალური შეურაცხყოფის გამო სევდია უგრეხელიძის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები