“რედისონთან“ სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა

თბილისში, სასტუმრო “რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოავარია მოხდა, – ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და „სედანის“ ტიპის ავტომობილი შეეჯახნენ.
შეხაჯების შედეგად სამარშუტო ტაქსი ამოტრიალდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსის აფეთქების საშიშროების გამო, მგზავრები მაშველებმა ფანჯრებიდან ამოიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამარშრუტო ტაქსის მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ.
ფოტო: “ლიბერალი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები