20-წლამდელები ბოსნიასთან დამარცხდნენ და მე-7 ადგილისთვის ითამაშებენ

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-7 ადგილისთვის იბრძოლებს.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი გუშინ საკვალიფიკაციო მატჩში ბოსნიასთან 89-49 დამარცხდა და მეორე წყვილში წაგებულ დიდ ბრიტანეთს მე-7 ადგილისთვის შეხვდება.
საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია დავით ლომიძეს, საუკეთესო შედეგი კი ლევან მასხულიამ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. 14 ქულა ჰქონდა მაიზერ რევაზაშვილსაც. 5-5 ქულა ლუკა გიორგაძემ და ვილი ისიანმა მიითვალეს.
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მატჩი მე-7 ადგილისთვის დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები