ჩხაიძეთა საგვარეულო კავშირი, პოლიციის გენერალს და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ავთანდილ ჩხაიძეს მხარდაჭერას უცხადებს

“2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოზურგეთის რაიონში კენჭს იყრის ჩვენი გვარის საამაყო წარმომადგენელი ბატონი ავთანდილ (ზურაბ) ჩხაიძე. იგი არის ჩვენი საგვარეულო კავშირის ერთ–ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ჩხაიძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობამ ბევრი იშრომა გვარის გამთლიანებისა და შეკავშირებისათვის. ჩხაიძეთა საგვარეულო კავშირმა გამოსცა წიგნი “ჩხაიძეთა საგვარეულო” ამ წიგნის მომზადებასა და გამოშვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ავთანდილ (ზურაბ) ჩხაიძეს. ასევე მან გამოსცა წიგნი “ფესვები” სადაც კონკრეტულად აღწერა თავისი გვარისა და წინაპრების ისტორია. ავთანდილ (ზურაბ) ჩხაიძის ბიოგრაფიიდან. ავთანდილ (ზურაბ) ჩხაიძის წინაპრები არიან სასულიერო პირები, დაფასებული და პატივსაცემი ადამიანები. რომლებმაც ბოლშევიკური რეჟიმის მიერ რეპრესიები განიცადეს მაგრამ თავის რჯულსა და რწმემას არ უღალატეს. ასეთი მყარი მებრძოლი ხასიათი აქვს მათ შთამომავალს ბატონ ავთანდილ (ზურაბ) ჩხაიძეს. რომელმაც უანგაროდ ემსახურა თავის ქვეყანას. მან 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და განაწილებით მუშაობა დაიწყო საქართველოს შს სამინისტროში. 2001 წელს დაამთავრა შს სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1999 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. 2000 წელს სქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა შს სამინისტრში მინისტრის პირველ მოადგილედ. 2001 წელს აშშ–ში წარმატებით გაიარა ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიზისის მართვის ხელმძღვანელთა კურსი. ავთანდილ (ზურაბ) ჩხაიძე დაჯილდოვებულია სამივე ხარისხის სამკერდე ნიშნით. “უმწიკლო სამსახურისათვის” დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. მინიჭებული აქვს საქართველოს შს სამინისტროს დამსახურებული მუშაკის წოდება. არის პოლიციის გენერალ–მაიორი. 2001 წელს, მისი რედაქტორობით, გამოიცა წიგნი ერთგულება, თავდადება, პროფესიონალიზმი~ ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა შს სამინისტროს ოპერატიული სამსახურ, მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გურიის რეგიონში გასული საუკუნის 90–იან წლებში კრიმინალური ბანდების თარეშის აღკვეთაში. ასევე, პანკისის ხეობაში არსებული ურთულესი პრობლემის წარმატებით მოგვარებაში. ჰყავს ორი შვილი თამარი და ქეთევანი და ორი შვილიშვილი სალომე და დავითი. “ჩხაიძეთა საგვარეულო კავშირი” მიმართავს ჩხაიძეთა გვარის წარმომადგენლებს, მათ ვინც ჩხაიძის გენს ატარებს, მათ ვისაც ჩხაიძის გვართან ნათესაური კავშირი აქვთ და მათ ვისაც სურს, რომ ოზურგეთს ჰყავდეს ნამდვილი წესიერი, მებრძოლი და ოზურგეთის ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში, მხარი დაუჭირეთ ბატონ ავთანდილ (ზურაბ) ჩხაიძის კანდიდატურას. იგი ოზურგეთის ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე ანგარიშვალდებული იქნება არა მარტო ოზურგეთის მოსახლეობასთან, არამედ ჩხაიძეთა გვარის წინაშეც. “ჩხაიძეთა საგვარეულო კავშირის” თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე.

წყარო: exclusivenews.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები