ესპანეთის ინტერპოლმა თბილისის ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა

ესპანეთის ინტერპოლმა, თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე 07.03.2008 წლიდან ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული არჩილ გ. ქალაქ მადრიდში დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, არჩილ გ.-ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებული ექსტრადირებულია საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები