გიორგი მღებრიშვილი გერმანიის შს მინისტრსა და ბავარიის ფედერალური მიწის შს მინისტრს სამძიმრის წერილები გაუგზავნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მეზიერეს და ბავარიის ფედერალური მიწის ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ იოაჰიმ ჰერმანს სამძიმრის წერილები გაუგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ქალაქ მიუნხენში, 2016 წლის 22 ივლისს მომხდარ თავდასხმას, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვდგავართ თქვენ გვერდით ძალადობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და გამოვხატავთ მხარდაჭერას გერმანელი ხალხისადმი ამ განსაცდელისა და მწუხარების ჟამს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები