საქართველოს საგარეო უწყება მიუნხენში მომხდარი თავდასხმის გამომწუხარებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 22 ივლისს, ქალაქ მიუნხენში, უდანაშაულო ადამიანებზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რის შედეგადაც დაიღუპა ცხრა და მძიმედ დაშავდა ოცზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
საქართველოს საგარეო უწყება თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები