გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ მიუნხენში მომხდარი ტერაქტის გამო. ტერორისტთა ტყვიებს კვლავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო. გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში. მიუნხენის ტრაგედია მორიგი სიგნალია, რომ ყველას ერთად მეტი აქტიურობა და მოქმედება გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, მიუნხენში, სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი დაიჭრა. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები