საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
მიუნხენის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
”გერმანიის ქალაქ მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვაქვეყნებთ ცხელი ხაზის ნომერს +491 62 88 55 303. მოვუწოდებთ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას. მიუნხენის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
გერმანიაში, მიუნხენში, სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად დაშავდნენ და დაიღუპნენ მოქალაქეები.