გიორგი კვირიკაშვილი: ტერორისტთა ტყვიებს კვლავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გერმანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
“მწუხარებას გამოვთქვამ მიუნხენში მომხდარი ტერაქტის გამო. ტერორისტთა ტყვიებს კვლავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ.
მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო. გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში.
მიუნხენის ტრაგედია მორიგი სიგნალია, რომ ყველას ერთად მეტი აქტიურობა და მოქმედება გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად”, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები