პრეზიდენტი: ძლიერ შეძრწუნებული ვარ მიუნხენში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტის გამო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანაგრძნობას უცხადებს მიუნხენში მომხდარი ტერორისტული აქტისას დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას გამოხატავს გერმანელი ერის მიმართ.
,,ძლიერ შეძრწუნებული ვარ მიუნხენში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ეს ჩვენი საერთო ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, რომელსაც ჩვენი ერთობით უნდა ვუპასუხოთ. ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანელ ერს და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
“დოიჩე ველე“ გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიუნხენში სროლები სამ ადგილზე განხორციელდა – ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. სროლების შედეგად დაღუპულთა რიცხვის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები