ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემმა დამ იმ სავაჭრო ცენტრში გაყოლა მთხოვა – რას ჰყვება მიუნხენში მცხოვრები ქართველი

 “კვირა“ მიუნხენში მცხოვრებ ქართველს, ნანა კვიჟინაძეს ესაუბრა, რომელიც იმ ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრის მახლობლად ცხოვრობს,სადაც შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ნანა კვიჟინაძე ამბობს, რომ მომხდარიდან ცოტა ხნით ადრე, დამ სწორედ აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში წასვლა შესთავაზა, თუმცა, დაღლილობის გამო მან უარი უთხრა და ორივე მათგანი სახლში დარჩა. მისი ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველები არ არიან. “ხალხი პანიკაშია, ჩვენი სახლიდან 2 გაჩერებაში მდებარეობს ეს სავაჭრო ცენტრი, ტერაქტიდან ცოტა ხნით ადრე ჩემმა დამ მთხოვა საყიდლებზე გავყოლოდი სწორედ ამ სავაჭრო ცენტრში, თუმცა დაღლილი ვიყავი და უარი ვუთხარი, რომ გავყოლოდი შეიძლება ტერაქტის დროს ჩვენც იქ აღმოვჩენილიყავით, გადავრჩით.. გარეთ ვერ გავდივართ, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ყველგან პოლიციაა მობილიზებული, საშინელი სურათია ირგვლივ“, -განუცხადა “კვირას“ ნანა კვიჟინაძემ . მისივე ინფორმაციით, სროლებს ერთ-ერთი ქართველი შეესწრო, თუმცა ის და სხვა იქ მყოფები პოლიციამ შედარებით უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა. საქართველოს საელჩო გერმანიაში, მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე და მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ამასთან, ადგილზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს „ცხელი ხაზი“, 24 საათიან რეჟიმში +491628855303. “დოიჩე ველე“ გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიუნხენში სროლები სამ ადგილზე განხორციელდა – ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. სროლების შედეგად დაღუპულთა რიცხვის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

13823575_496436520562536_1361601843_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები