საქართველოს საელჩო გერმანიაში მიუნხენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საელჩო გერმანიაში, მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ამასთან, ადგილზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს „ცხელი ხაზი“, 24- საათიან რეჟიმში +491628855303.

როგორც “კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გერმანიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება გერმანულ მხარესთან.
„საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! მიუნჰენის მოვლენებთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ, თავი მოარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ქალაქში გამოცხადებულია საგანგებო რეჟიმი. პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, არ გამოვიდნენ ბინებიდან. მიმდინარეობს მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია, რომლის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება საბოლოო შეფასების გაკეთება“, – აცხადებენ საელჩოში.
მიუნხენის სავაჭრო ცენტრ Olympia-ში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, სროლების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 15 ადამიანი. დაშავებულების შესახებ ზუტი მონაცემი ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები