მიუნხენში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

მიუნხენში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს, – ამის შესახებ “კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „ადგილზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი, 24 საათიან რეჟიმში +491628855303, გერმანიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება გერმანულ მხარესთან“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მიუნხენში სავაჭრო ცენტრ Olympia-ში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა.
არსებული ინფორმაციით, სროლების შედეგად დაღუპულია სულ მცირე, 15 ადამიანი. დაშავებულების შესახებ ზუტი მონაცემები ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები