დავით უსუფაშვილი მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის მომხრეა

პირადად მე და ”რესპუბლიკური პარტიის” უმრავლესობა ვთვლით, რომ ნარკოპოლიტიკა ამ ქვეყანაში არ არსებობს და ეს დიდი ხანია ასეა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის“ ეთერში, მაყურებლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, მსუბუქ ნარკოტიკათან სამართლებრივად ბრძოლა არ უნდა ხორციელდებოდეს. პარლამენტის თავმჯდომარე დეკრიმინალიზაციის მომხრეა, მხოლოდ ნარკოტიკის მომხმარებელთან დაკავშირებით.
”მე რომ მკითხოთ ”ჰეროინის” შემოტანა და წამალდამოკიდებულება იმ დონეზე, რომ ადამიანები მერე მზად არიან ძალიან ბევრ უბედურებაზე წავიდნენ, ეს არის პრობლემა, რომელსაც უნდა მოვუაროთ, სამართლებრივი ჩარევითაც და სამედიცინოთიც, მაგრამ მსუბუქი ნარკოტიკის, თუ მარიხუანას მოხმარება, ჩემი აზრით, პრობლემა საერთოდ არ არის. იმას, რაც პრობლემა საერთოდ არ არის და არის ადამიანის არჩევანი, რომელიც არ ვნებს არც მის ჯანმრთელობას ან მის ოჯახს, რატომ უნდა ვებრძოლოთ სამართლებრივად”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები