კახა კალაძე გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე: ეჭვი მეპარება სიმართლეში
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ მოსამართლეების მიმართ ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
კახი კალაძის თქმით, თუ პაპუაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების მტკიცებულება აქვს, პროკურატურას უნდა მიმართოს და დაიწყოს გამოძიება.
„ეჭვი მეპარება სიმართლეში, ასევე პრემიერმა გააკეთა განცხადება, ტელეფონით ესაუბრა ბატონ პაპუაშვილს, თუ მას გააჩნია მტკიცებულებები, რომ ვიღაცა მოსამართლეებს რაღაც ფორმით აშანტაჟებს, არის ზეწოლა, უნდა მიმართოს მთავარ პროკურატურას, თუ არსებობს ამის ნიშნები მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, შესაბამისად, ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი,“ – განაცხადა კახი კალაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. შესაბამისი განცხადება პაპუაშვილმა გუშინ გააკეთა.