საქართველოს მთავარი პროკურორი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შვეიცარიის ელჩს ლუკას ბეგლინგერს შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილეები – მამუკა ვასაძე, გიორგი გოგაძე და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი მირანდა მელქაძე.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა შვეიცარიის ელჩს პროკურატურის ორგანოების ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის თავისებურებები გააცნო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უწყების პრიორიტეტებზე და პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა მთავარ პროკურორს და იმედი გამოთქვა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები