ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კამპანიას კონფერენცია მიეძღვნა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების (CED)“ ფარგლებში” სასტუმრო ,,რედისონში, “ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით, კონფერენცია „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“ გაიმართა.
როგორც „კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენცია საქართველო-სომხეთს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების განხილვისა და ამ კუთხით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას ემსახურება.
კამპანიის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც ურთიერთმოსაზღვრე რეგიონებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოსა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა იყო. კვლევის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტული სექტორები, რომლებსაც განვითარების, საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. ასევე დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთში ბიზნესის კეთების თაობაზე შედგენილი პრაქტიკული სახელმძღვანელოსა და ბიზნესკატალოგის პრეზენტაცია, რომელთა გამოცემაც სწორედ საბაზისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები