ეკა ბესელია: სასამართლო რეფორმას ჰყავს მოკავშირეც, ავტორიც და გულშემატკივარიც

ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ იზიარებს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მართლმსაჯულების რეფორმას პრეზიდენტის გარდა მოკავშირე არ ჰყავს.
„მე არ ვიზიარებ ამ შეფასებას. სასამართლო რეფორმას ჰყავს მოკავშირეც, ავტორიც და გულშემატკივარიც. ავტორი – იუსტიციის სამინისტრო, პარლამენტი, რომელიც ძალიან დიდი გულშემატკივარია და ჩვენთვის ეს არის ნომერ პირველი რეფორმა. იმის თქმა, რომ პრეზიდენტის გარდა არავინ ჰყავს გულშემატკივარი მოკავშირე სასამართლო რეფორმას, უსამართლო შეფასებაა. ჩვენთვის სასამართლო რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომაც განხორციელდა პირველი ორი ეტაპი და მესამე ეტაპსაც ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მას არ ჰყავს მოკავშირეები არცერთ პოლიტიკურ ძალაში იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლოს რეფორმა, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ იმის შესახებ, თუ რატომ ჭიანურდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები