გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს ახალი, ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები

”ქართულ ოცნებას” ახალი, ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულში განაცხადა, სადაც მან ადგილობრივ მოსახლეობას ხარაგაულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს გეგმები ეხება სხვადასხვა მიმართულებას.
”ახლა ჩვენ გვაქვს ახალი, ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები იმისთვის, რომ ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენ თქვენთან ერთად ერთობლივი ბრძოლით მოვიპოვეთ, გარდავქმნათ თითოეული თქვენგანისა და თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობად. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამის მიღწევისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა.
ეს ეხება განათლების სისტემის რეფორმას, იმისთვის, რომ ახალგაზრდები სწავლობდნენ იმ პროფესიას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა დამთავრებისთანავე მათ სამუშაო ადგილი ჰქონდეთ. ეს ეხება პროფესიული განათლების პროგრამას იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა, თუ საშუალო ასაკის ადამიანებმა სწრაფი გადამზადება გაიარონ და დღეს მოთხოვნად პროფესიებზე დასაქმდნენ. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას ინფრასტრუქტურული კუთხით და გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომ 4 წლის განმავლობაში – 2020 წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულოთ ყველა სატრანზიტო მაგისტრალი და ძირითადი გზები, რომლებიც რაიონულ ცენტრებთან თუ ტურისტულ მიმზიდველ ადგილებთან დაგვაკავშირებს. ეს არის ასევე მმართველობითი რეფორმა, რომელიც მთავრობას გახდის მომსახურებაზე ორიენტირებულს. ეს არის ასევე ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც უკვე დავიწყეთ. პარლამენტმა მიიღო უკვე კანონმდებლობის საწყისი პაკეტი ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები