პარლამენტში პლენარული სხდომები 7 სექტემბრიდან განახლდება

6 სექტემბერს ბიუროს სხდომა გაიმართება, 7 სექტემბერს კი, პლენარულ სხდომას გავმართავთ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„შემდეგ პერიოდს რაც შეეხება, 8 სექტემბრიდან ჩვენ ვიმყოფებით არჩევნებამდე ერთი თვის რეჟიმში, მაშინ როდესაც პარლამენტი, როგორც წესი, არ მუშაობს პლენარული სხდომის რეჟიმში. ამიტომ შემდგომი სხდომები გვექნება იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროებას დავინახავთ მე, ან პარლამენტის წევრთა ¼, როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული. ამის თაობაზე სექტემბერის დასაწყისში ჩამოვყალიბდებით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები