გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულის მცხოვრებლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ხარაგაულის მცხოვრებლებს “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კობა ლურსმანაშვილმა კარგად იცის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და იგი საუკეთესო წარმომადგენელი იქნება პარლამენტში ხარაგაულისთვის.
“ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ის კვალიფიკაცია, რომელიც საჭიროა პარლამენტში მუშაობისთვის. ის არის ნამდვილად იდეალური კანდიდატი იმისთვის, რომ ხარაგაულელების ხმა საქართველოს პარლამენტში მიიტანოს და დაიცვას აქ მცხოვრებლების ინტერესები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები