მიხეილ დუნდუა: რეგიონისთვის განკუთვნილი ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა, საქართველოში შემოვიდეს

თურქეთსა და სომხეთის სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესები, საინვესტიციო კუთხით საქართველოზე უარყოფითად არ უნდა აისახება.
ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „2030“-ის წევრმა, ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ საქართველოს საინვესტიციო გარემოს პერსპექტივის შეფასებისას განაცხადა.
„რადგან საქართველო არის ყველაზე პერსპექტიული ადგილი რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისათვის, რეგიონისთვის განკუთვნილი ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაძლოა, საქართველოში შემოვიდეს. თურქეთსა და სომხეთში მიმდინარე პროცესების გამო, რეგიონში არსებული პოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, მთლიანი საინვესტიციო დაინტერესება შემცირებულია, მაგრამ ეს ინტერესი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზრდება“,- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისი განმარტებით, საქართველოში მკვეთრად შემცირებულია ყველა სხვა დამატებითი რისკი და უკვე არჩევნებსაც კი, რომელსაც ადრე სარეიტინგო კომპანიები რისკ-ფაქტორად მიიჩნევდნენ, ახლა არცერთი კომპანია არჩევნებს რისკად აღარ მიიჩნევს.
„მთელი რიგი დაძაბული გარე ფაქტორის მიუხედავად, საქართველომ ყველაზე მკვეთრად გაიუმჯობესა თავისი რეიტინგი ე.წ. გლობალური მშვიდობის რეიტინგში, რომელიც შიდა ვითარების კონტროლს და საგარეო ვითარებას გულისხმობს. 2012 წელში ყველაზე არამშვიდობიანი სახელმწიფოების 160 ქვეყანაში 140-ე ადგილზე ვიყავით, ახლა ვართ 85-ე ადგილზე, ანუ რეგიონში ფონის გაუარესების მიუხედავად, საქართველომ მშვიდობისა და სტაბილურობის კუთხით, რეგიონში პოზიცია მკვეთრად გაიუმჯობესა,“ – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები