გენერალ დუმბაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა დამკვეთის ვინაობა დაასახელა (ვიდეო)

რუსეთში მოკლული გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გოჩა კვირიკაშვილმა სასამართლოს წინაშე დღეს მკვლელობა საჯაროდ აღიარა და მკვლელობის დამკვეთიც დაასახელა. როგორც კვირიკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მკვლელობა ვინმე დავით ჯიჭონავამ დაუკვეთა, – ამის შესახებ „კვირას“ მოსკოვის სასამართლოდან ინფორმაცია რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ზაზა გაბედავამ განუცხადა. გაბედავას თქმით, ჯიჭონავა არ ყოფილა დუმბაძის მკვლელობით უშუალოდ დაინტერესებული პირი. მისი თქმით, თავად ჯიჭონავას მკვლელობა დათა ახალაიამ შეუკვეთა და შემსრულებლებისთვის გადასაცემი თანხაც თავადვე გადასცა.
10149894_744153628958301_1381919776_n„კვირიკაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და მკვლელობის შემკვეთი დაასახელა. ამ თანამშრომლობისთვის მას 23 წლის ნაცვლად, 14 წელი მიესაჯა. მან თქვა, რომ მკვლელობა დავით ჯიჭონავამ შეუკვეთა. მე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ჯიჭონავა ამ ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია. ჯიჭონავას თავად არანაირი ინტერესი არ ჰქონდა დუმბაძის მიმართ, მას ეს მკვლელობა დათა ახალაიამ შეუკვეთა და ამ საქმისთვის შემსრულებლების პოვნა დაავალა. მანვე გადაუხადა თანხა. მიცემული თანხიდან 200 000 დოლარი კვირიკაშვილმა და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების ექვსმა წევრმა გაიყო. ამავე თანხიდან  შეიძინეს მოტოციკლეტი, იარაღი და სხვა საჭირო ნივთები და საშუალებები გეგმის სისრულეში მოსაყვანად“,- განაცხადა ზაზა გაბედავამ „კვირასთან“ საუბრისას.
გაბედავას განცხადებით, დათა ახალაიას ეს მიხეილ სააკაშვილისთვის ქართული სპეცსამსახურების „მაღალი დონის“ საჩვენებლად სჭირდებოდა.  მისი თქმით, ამით ახალაიას სურდა, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისთვის დაემტკიცებინა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებს საჭიროების შემთხვევაში უცხო ქვეყანაშიც უპრობლემოდ შეეძლოთ ადამიანის განადგურება. გაბედავას თქმით, უახლოეს Экс-генерал Вооруженных сил Грузии Роман Думбадзе убит в Москвеდღეებში იგეგმება კვირიკაშვილის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების სასამართლოც.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის კუზნეცკის სასამართლომ გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 52 წლის მსჯავრდებული, საქართველოს მოქალაქე გოჩა კვირიკაშვილი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. როგორც გამოძიებით დადგინდა, მკვლელობის პირდაპირი შემსრულებელი 52 წლის საქართველოს მოქალაქე გოჩა კვირიკაშვილია, რომელმაც განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ქართველებისგან დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა.
ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, გენერალი რომან დუმბაძე მოსკოვში 2012 წლის 21 მაისს საკუთარ სახლთან ახლოს, მოტოციკლეტიდან დაცხრილეს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რომან დუმბაძემ, უარი განაცხადა, დამორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას და ასლან აბაშიძის გვერდით დადგა. რომან დუმბაძე 2004 წელს საქართველოს უშიშროების სამსახურმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2010 წელს დუმბაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. აგვისტოს ომის შემდეგ, ქართულმა მხარემ ქართველი გენერალი რუსეთს 12 ქართველი ჯარისკაცის სანაცვლოდ გადასცა.

ცირა შერგელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები