მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობის ადგილს მოლაპარაკების შედეგად ხელახლა შეარჩევენ

თურქეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმებით, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი ხელახალი მოლაპარაკების შედეგად შეირჩევა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან თურქეთის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შერჩეული იქნება ადგილმდებარეობა, სადაც ელექტროსადგურის მშენებლობა გარემოს არ დააზიანებს.
“დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით, ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები