გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პრეზიდენტს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილი უკვე შეხვდა თურქეთის პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები