გიორგი მარგველაშვილი: განსაკუთრებული დამოკიდებულება არცერთ პარტიასთან არ მაქვს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებასთან“

განსაკუთრებული დამოკიდებულება არცერთ პარტიასთან, მათ შორის არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „თავისუფალ დემოკრატებთან“ არ მაქვს, – ამის შესახებ მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აქვს თუ არა მას განსაკუთრებული დამოკიდებულება „თავისუფალ დემოკრატებთან“.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდში ბევრი სხვადასხვა პარტიის ახლობლები და წარმომადგენელია, არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არა მაქვს რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება. არც იმ პოლიტიკურ გუნდთან, სადაც მე ერთი წელი ვიყავი ხელისუფლებაში, რომელიც იყო ჩემი მხარდამჭერი და გამყვანი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ისინი უზრუნველყოფდნენ საარჩევნო კამპანიას, თორემ მე გამიყვანა ხალხმა და საზოგადოებამ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები