პრეზიდენტი: კვირიკაშვილი ჩემი მეგობარი არ არის, ის ჩემი პოლიტიკური პარტნიორია

ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე და არ ვჭორაობთ, რადგან ასეთია კვირიკაშვილი – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანის“ წამყვანს კითხვაზე, რატომ აქვს უკეთესი ურთიერთობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ახლანდელ პრემიერ-მინისტრთან.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა,  კვირიკაშვილის დამსახურებაა.
მარგველაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ის ადამიანია, ვისთანაც საქმეზე საუბარი შეიძლება.
“ეს არის კვირიკაშვილის სურვილი, რომ ვისაუბროთ საკითხებზე, თემებზე და არა პიროვნულ ურთიერთობებზე. მე და კვირიკაშვილს არასდროს გვქონია პიროვნულ თემებზე საუბარი. ბევრად უფრო სერიოზულად ვთანამშრომლობთ, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე, პოლიტიკურ პროცესზე და არ ვჭორაობთ, რადგან ასეთია კვირიკაშვილი. კვირიკაშვილი ჩემი მეგობარი არ არის, ის ჩემი პოლიტიკური პარტნიორია, რომელთანაც შეიძლება საუბარი პოლიტიკაზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები