რა გეგმები აქვს კობა ნარჩემაშვილს – „მე ვიქნები ჩემი ამომრჩევლის ერთგული დამცველი პარლამენტში“

მე ვიქნები ჩემი ამომრჩევლის ერთგული დამცველი საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ „კვირას“ ქუთაისის 49-ე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მას სერიოზული გეგმები აქვს და ხვალიდან საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება.
ნარჩემაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის, პირველ რიგში, იმის გაცნობას აპირებს, რის გაკეთებასაც ხელისუფლება მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს.
“ძალიან სერიოზული გეგმები მაქვს. ხვალიდან უკვე აქტიურად ჩავერთვები საარჩევნო კამპანიაში. პირველ რიგში, ვაპირებ, რომ საზოგადოებას ის პრობლემები გავაცნო, რაც ზოგადად ქუთაისს აქვს. როგორც ინფრასტრუქტურული ასევე სოციალური თვალსაზრისით. ამის მერე ვგეგმავ იმ შედეგების გაცნობას საზოგადოებისთვის, რაც არის გაკეთებული და რის გაკეთებასაც აპირებს ხელისუფლება შემდეგ 4 წელს. ეს იქნება ძირითადი მესიჯები საზოგადოებასთან ურთიერობაში.
მე ვიქნები ჩემი ამომრჩევლის ინტერესების ერთგული დამცველი საქართველოს პარლამენტში. მაჟორიტარის პრინციპიც სწორედ ეს არის, რომ ვინც ხმას გაძლევს, იმათი ინტერესები დაიცვა პარლამენტში“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ნარჩემაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები