თამარ ჩიბურდანიძე: შარშან სალომე ზურაბიშვილისთვის ზურგს უკან ჩამორთმეული ხელი და დღეს მიხეილ ყაველაშვილისადმი ღირსეული მისალმება – ვინ არის ლეგიტიმური და დასაფასებელი, ამ ორი კადრიდანაც კარგად ჩანს

პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დონალდ ტრამპისა და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრას ეხმიანება.

ექსპერტი წერს თუ რა განსხვავებებია მიხეილ ყაველაშვილისა და
ტრამპის შეხვედრასა და 2024 წელს სალომე ზურაბიშვილისა და ტრამპის შეხვედრას. მისი თქმით,მათთვის ვინც პრეზიდენტის დიპლომს დასდევდა, ახლა გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი არა დიპლომი, არამედ სამშობლოს ერთგულება და სიყვარულია.

“ყველას გვახსოვს 2024 წელს, წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის ქმედება საფრანგეთში დონალდ ტრამპთან მიმართებით. ზურგს უკან მისალმება, დერეფანში საჩვენებელი შეხვედრა შესვენებისას და ფოტოსეანსი, რითაც საქართველოს მოსახლეობაში სურდა შეექმნა წარმოდგენა, რომ ტრამპიც კი ოპოზიციის პოლიტიკის მხარდამჭერია. თუმცა, სალომე ზურაბიშვილის ტრამპთან “მეგობრობის” პარიზული ეპოპეა საპნის ბუშტივით გასკდა.

დღეს, რომში სახელმწიფო მეთაურების რიგში აღარ იდგა სალომე ზურაბიშვილი. ევროკავშირის ლიდერებისთვის და ქართული ოპოზიციისთვის “ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი” დღეს, ლეგიტიმაციის გარეშე, სადღაც კათოლიკე პირთან ერთად იდგა. პრეზიდენტის ადგილს კი იკავებდა ის პირი, ვისი ღირსებაც კარგად წარმოჩინდა დონალდ ტრამპის მისალმებისას.

ახლა გასაგებია იმათთვის, ვინც მიხეილ ყაველაშვილის დიპლომებს დასდევდა, რომ თუნდაც პარიზული, ევროპული დიპლომებიც კი ფარატინა ფურცლებია მაშინ, როდესაც სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი პრეზიდენტი სჭირდება და არა ქვეყნის ღირსების შემლახველი, რომელიც დღესაც იმავეს აგრძელებს.
წარსულში სალომე ზურაბიშვილისთვის ზურგს უკან ჩამორთმეული ხელი და დღეს, მიხეილ ყაველაშვილისადმი ღირსეული მისალმება – ვინ არის ლეგიტიმური და დასაფასებელი, ამ ორი კადრიდანაც კარგად ჩანს,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები