გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: იმაზეც ვერ თანხმდებიან, მიიღონ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა
“მოვიმარაგებთ შესაბამის პოპკორნს, რომ ვუყუროთ – როგორ ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა და პაატა ბურჭულაძის იდეას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციამ შემოდგომაზე პარლამენტისა და თვითმმართველობის არჩევნები საკუთარი ძალით, ტელეფონებით ჩაატაროს.
„იმაზეც ვერ თანხმდებიან, მიიღონ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. დაუჯერონ ბურჭულაძეს, მოემზადონ არჩევნებისთვის, ჩაატარონ არჩევნები. ჩვენ მოვიმარაგებთ შესაბამის პოპკორნს, რომ ვუყუროთ, როგორ ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს. ბურჭულაძე იქნება ცესკოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, პრემიერი ალბათ ვაშაძე, არავის დაუთმობს და მერე ალბათ გაინაწილებენ. ან შეიძლება, ვერც გაინაწილონ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.