საქართველოში იტალიის ელჩი, მასიმილიანო დ’ანტუონო თბილისი-რომის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხს ეხმაურება.
„ბედნიერი ვარ, რადგან ეს პირველი რეისი იქნება რომის მიმართულებით. მართლაც ისტორიული მოვლენაა, რადგან მოხდება დაკავშირება ქართველ და იტალიელ ხალხს შორის, ურთიერთობები უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნავს ელჩი.
დღეიდან თბილისი-რომის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო.
ფრენები თბილისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება.