ჯანსუღ კახიძის სიმღერების სანოტო კრებული გამოიცა

ჯანსუღ კახიძის 90 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვახტანგ კახიძემ გამოსცა ჯანსუღ კახიძის სიმღერების სანოტო კრებული. ინფორმაციას ჯანსუღ კახიძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გვერდი ავრცელებს.  სამ ტომში შესულია კომპოზიტორის 50 სიმღერის კლავირი.
სამტომეულის შეძენა შესაძლებელია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში, მიმდინარე ფესტივალის საკონცერტო დღეებში. 10 მაისიდან კი სანოტო კრებული ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები